ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში 2018 წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა

2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ “იმედი” აქვეყნებს.

გზავნილების შესახებ საუბარია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც 27 მაისის პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს, წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით, 14.7% – ით გაიზარდა და 1 მლრდ 349.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (172.6 მლნ აშშ დოლარით მეტი).

ფულადი გზავნილების მოცულობის ქვეყნების მიხედვით, ვითარება ასეთია: რუსეთის ფედერაცია (366.8 მლნ აშშ დოლარი, 0.3%-იანი ზრდა); იტალია (189.0 მლნ აშშ დოლარი, 30.1%-იანი ზრდა); საბერძნეთი (161.3 მლნ აშშ დოლარი, 20.9%-იანი ზრდა); აშშ (154.9 მლნ აშშ დოლარი, 12.4%-იანი ზრდა); ისრაელი (146.6 მლნ აშშ დოლარი, 28.2%-იანი ზრდა); თურქეთი (81.7 მლნ აშშ დოლარი, 10.7%-იანი კლება); ესპანეთი (39.1 მლნ აშშ დოლარი, 13.9%-იანი ზრდა); გერმანია (37.3 მლნ აშშ დოლარი, 23.1%-იანი ზრდა); დანარჩენი ქვეყნები (173.2 მლნ აშშ დოლარი, 39.1%-იანი ზრდა).

იტვირთბა....