aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაფიცულ მაღაროელებს ადვოკატი ეყოლებათ” – ჭიათურის მერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურის მერმა იურდიული დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

გაფიცულები ამბობენ, რომ, ახლადარჩეული მერის გადაწყვეილებით, მათ დღეიდან იურისტი ეყოლებათ, რომელიც მიმდინარე პროცესებში კონსულტაციას გაუწევთ და დაეხმარებათ.

შეხვედრა ჭიათურის მერთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. გაფიცულები ხელფასების 50%-იან ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებას და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ.

იტვირთბა....