ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სოფელ აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

დღეს სოფელ აღაიანში 7 თვის მოკლული ჩვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ,იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მტკიცებულებების მოპოვება, ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი და განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, კანონით ისჯება სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

იტვირთბა....