აჭარასპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი გულშემატკივრები ტოჩინოშინის უსამართლო წაგების გაპროტესტებას იაპონიის საელჩოსთან გეგმავენ!!!
“ქართველი გულშემატკივრები ტოჩინოშინის უსამართლო წაგების გაპროტესტებას იაპონიის საელჩოსთან გეგმავენ!!!
❗ ვაჩვენოთ ყველას ჩვენი ძალა!”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სუპერტურნირის – ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მერვე მაეგაშირა ასანოიამა იყო, პირველი შეჯახებისას (ტაჩიაი) უპირატესობა ასანოიამამ მოიპოვა, მაგრამ ლევანმა ტექნიკური ილეთი – კატაცუკაში შეასრულა, მეტოქეს თავზე დააწვა და თითქოს უმნიშვნელოვანესი მე-10 გამარჯვება მოიპოვა.
ბრძოლის შემდეგ, ეგრედ წოდებული გუნბაი შედგა, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს მიაკუთვნეს. შეგახსენებთ, რომ ოძეკის რანგის დასაბრუნებლად ლევანს სწორედ 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება. ამჟამად გორგაძის ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და ოთხი მარცხია.

