aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის ცემის ფაქტზე 1 პირი პოლიციის შენობაშია გადაყვანილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის ცემის ფაქტზე 1 პირია პოლიციის შენობაში გადაყვანილი. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული.

“საქმის გამოძიება ორი მუხლით – კერძოდ, სსკ-ის 126 პრიმა ნაწილის პირველი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.  1 პირია დადგენილი და გადაყვანილია პოლიციაში”, – აცხადებენ შსს-ში.

წყალტუბოში “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ვკითუხლობთ.

“გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

იტვირთბა....