aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლევან იზორია, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში. ამის შესახებ იზორიამ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო თანამშრომლობა სამხედრო სფეროში განსაკუთრებით აშშ-სთან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენს მიერ გაცხადებული, ეს არის ასევე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორებისგან გაცხადებული, რომ არასდროს ასეთი მჭიდრო, ასეთი ყოვლისმომცველი ეს ურთიერთობა არ ყოფილა. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მომავალში ეს თანამშროლობა გაფართოვდეს”, — თქვა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება შესაძლოა, რეკომენდირებული არ იყოს.

იტვირთბა....