ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რატომ უჭირს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციონირება” – ხიდაშელი პრეზიდენტზე

“რატომ აქვს ასეთი პრობლემა პირდაპირ მარტივ პასუხებთან? რატომ უჭირს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციონირება”, – ასე ეხმიანება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუებს.

“ერთი ინტერვიუ, ორი სასწაული პასუხი.
რატომ აქვს ასეთი პრობლემა პირდაპირ მარტივ პასუხებთან? რატომ უჭირს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციონირება.
1. რას ეტყოდა პუტინს? 100 შესაძლო პასუხიდან მაინცდამაინც ამას რატომ ირჩევს?
ჰიპოტეტურადაც კი არ აპირებს უთხრას რომ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დგას და ნებისმიერი დიალოგის საწყისი ამ ტერიტორიების დატოვებაა, ოკუპაციის დასრულება 🙁
2. ჟურნალისტის კითხვაზე “როგორ დააბრუნებთ მას (სააკაშვილს) უკან?”
პრეზიდენტი ჟურნალისტს რომ არ უნდა ეძერსკებოდეს რთულია ამოცანაა, და რას ნიშნავს იქ დაიტოვეთ. მისი ქვეყნის სასამართლო და საგამოძიებო უწყებებს ის დამნაშავედ, ძებნილად ყავთ გამოცხადებული. ამ კითხვაზე სრულიად პირდაპირი პასუხია – პატიმრად, ბადრაგით.
ინსტიტუციურად, პოლიტიკურად, იურიდიულად, სახელმწიფოებრივად ერთადერთი სამართლებრივი პასუხია
მაგრამ არ შეუძლია, არ იცის, და არც უნდა რომ გაიგოს”, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ზურაბიშვილი: “არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება”

იტვირთბა....