“ზრდასრული ადამაინები იმას კი არ ვეუბნებით ერთმანეთს, შენ ჩემთვის რატომ რკო არ მოგიტანია და ჯაგარი არ მოგიტანია, არამედ უსიტყვოდ ვიცავთ ერთმანეთის უფლებას” – გამაცხადა “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში “გირჩის” ლიდერ, ზურაბ ჯაფარიძესთან დებატებში იმის შესახებ, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი არჩევნების დროს ვალდებულია, დაიცვას ოპონენტის უფლებებიც.
“ადამაინს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს თავისი წარმომადგენელი არჩევნების გზით, ეს არის ზრდასრული ადამიანის უფლება, რომელიც დღეს ირღღვევა ივანიშვილის მიერ. ერთმანეთის უფლებეჰი უნდა დავიცვათ ყოველგვარი წყენის მიუხედავად, ეს არის სწორი, ზრდასრული ადამიანები იქცევიან სწორად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი – ბავშვები არიან” – თქვა ჩერგოლიშვილმა ზურაბ ჯაფარიძეს საპასუხოდ, რომელმაც რამდნეიმე დღის წინ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა “ევროპული საქართველოს” ლიდერებისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის მიმართ.
“ოპონენტი ამ ქვეყანაში, შეიძლება, ბურჯანაძეც იყოს, მაგრამ ჩვენ ეგ “გირჩში” არ გვაინტერესებს, ჩვენ შევთავაზეთ შავგულიძეს, თუმცა არ მოვიდა” – უპასუხა ჯაფარიძემ ჩერგოლეიშილს
“გირჩის” ლიდერის თქმით, მათ წევრებზე მორალური და პოლიტიკური ზეწოლა გაცილებით ძნელია და არ აპირებენ კომპრომისზე წასვლას.