“ჩემი შვილი რომ დაიჭირეს, ყველამ თქვა, რომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი, ახლა გეკითხებით, სად არის წინგადადგმული ნაბიჯი?” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებულის, დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, მათ შორის, ზაზა სარალიძის ჩანაწერსაც.
„ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ ველოდებით პირობითს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯეს ამ მთავრობამ, პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ. გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები. გამოვიდა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გამოვიდნენ კომისიის წევრები, ჩემი შვილი რომ დაიჭირეს, ყველამ თქვა, რომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი, ახლა გეკითხებით, სად არის წინგადადგმული ნაბიჯი. ვინ დაიჭირეს, რა გააკეთეს“,- აღნიშნა დ.ღ-ს მამამ.
ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა