ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა ფლორენციიდან სიენაში მიემართებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა. 4 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავტობუსში სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა.
იტვირთბა....