“კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 37%-ს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს და “ქართული ოცნების” რეიტინგი 21%-ის ფარგლებში მერყეობს. რეალურად ეს 37% ოქროს საბადოა ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალისთვის. მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში სააკაშვილს დიდი ჭოკი უჭირავს და ამ 37%-ის დიდ ნაწილს გულმოდგინედ მიერეკება „ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად, იმის შიშით, რომ „ნაციონალები“ რევანშით არ დაბრუნდნენ ანუ სააკაშვილის შიშით ხალხი ისევ ივანიშვილს აძლევს ხმას. ეს ყველაფერი ნათელი და გასაგებია, მაგრამ მაშინ რითი აიხსნება იგივე დღეს გამოქვეყნებულ კვლევებში ის შეუსაბამობა, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტად უარყოფითი რეიტინგი აქვს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, თუ სააკაშვილისგან თავდასახსნელად ხალხი ისევ ივანიშვილისკენ გარბის? რა ახსნას მოუძებნით ამ უაღრესად საინტერესო კვლევის ამ ლოგიკურად შეუსაბამო ნაწილს?!”
ხათუნა ლაგაზიძე