ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ამომრჩევლის ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ პასუხობს – ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის ხელისუფლება და ოპოზიცია დელეგიტიმირებულია.

ხუხაშვილის განცხადებით, აუცილებელია ახალი პოლიტიკური ცენტრების შექმნა.

“ზუგდიდი არაფრის ინდიკატორი არ იყო. ზუგდიდი იყო დეგრადირებული ნარატივის გაგრძელება, სადაც ნეგატიური გზავნილი იყო მთავარი. მე კი არ მომეცი ხმა, არამედ იმას არ მისცე, რადგან ის არის საშინელება ა.შ. და ა.შ. ესეთ ფონზე რესურსები იგებს – ვინც მეტს გადაიხდის. რეესურსი ხელისუფლებას მეტი ქონდა, გადაიხადა, ძვირი დაუჯდა, მაგრამ წვალების შემდეგ შედეგი მიიღო. თუმცა, ეს არაფრის ინდიკატორი არ იყო.

ინდიკატორი და თუ გვინდა ანალიზის საფუძველი შევიქმნათ არის მთაწმინდის არჩევნები. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებიან-ოპოზიციანად არიან დელეგიტიმირებული. ამ ქვეყანაში ამომრჩევლის ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ პასუხობს და მასობრივად პროტესტს უცხადებს არჩევნებს, არ მიდის არჩევნებზე. ეძებს ახალ პოლიტიკურ ცენტრებს, რომლის გენერაციაც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს შუალედური არჩევნების, 8-ვე ოლქში და მერის რიგგარეშე არჩევნების, 5-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

წინასწარი შედეგებით, მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

იტვირთბა....