არჩევნები ახალი ამბები მთავარი

ბახტაძე – ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს

ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს და კომისიას მივცეთ საშუალება ნორმალურ გარემოში დაასრულოს სამუშაო, რომ გვქონდეს ციფრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა.

ბახტაძის განცხადებით, საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ დესტრუქციული ქმედებები იხილა.ბახტაძ

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების მხრიდან. ახლა ხმების დათვლა მიმდინარეობს და ყველას მოვუწოდებ, კომისიას საშუალება მივცეთ, თავისი საქმიანობა მშვიდ გარემოში დაასრულოს ისევე, როგორც ჩვენს საარჩევნო გარემოსა და იმ უმაღლეს სტანდარტს შეეფერება, რასაც საქართველო ამკვიდრებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის განცხადებით, საქართველოში შუალედური არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა. ბახტაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მოსახლეობას მივულოცო, საქართველოში კიდევ ერთხელ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ქართულმა საზოგადოებამ ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. მადლობას ვუხდი ამომრჩეველს, რომელმაც აქტივობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფიქსირა“, – აღნიშნა პრემიერმა.

იტვირთბა....