პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეორე ტურის ალბათობა, მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია.
ამ ეტაპზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში. რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ბატონი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგუილიძესთან“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საკრებულოს არჩევნებში ყველა ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს.
კობახიძის განცხადებით, ჯერჯერობით, ზესტაფონის საკითხთან დაკავშირებით, რაიმეს თქმა ძნელია.