არჩევნები ახალი ამბები მთავარი

არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

საქართველოში დღეს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. კანონმდებლობის თანახმად, ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრა 20:00 საათზე სრულდება.

არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, რომლებშიც ჯამში 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება.

ამასთან, მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.

ამასთან, პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისში, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში.

იტვირთბა....