aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია – რაც არ უნდა მოხდეს, მიუხედავად მხარეებისა, შსს-ს რეაქცია იქნება მკაცრი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს, თუ უბრალო სამართალდარღვევები, პოლიციისა და შსს-ს რეაგირება, განურჩევლად მხარეებისა, იქნება აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი, ისე როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის, როდესაც მოხდა გასროლა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გახარიას განცხადებით, ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პიროვნება დაკავებულია. როგორც გახარიამ აღნიშნა, შსს უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ დღეს, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შსს აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის გარკვეული ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების, რაც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და ზოგადად საარჩევნო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღებაც ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული”, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....