ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. თხუთმეტი მათგანი შიმშილობას განაგრძობს, ხოლო მაღაროელების ნაწილმა ქალაქში საპროტესტო მსვლელობას მართავს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შრომითი უსაფრთხოება, სამედიცინო სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება და ხელფასების 50%-ით მატება – ასეთია გაფიცული მაღაროელები მთავარი მოთხოვნები.

მაღაროელების მთავარ მოთხოვნაზე ხელფასების 50%-იან ზრდაზე კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან გვიან ღამით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.

გაფიცულებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაპირდა, რომ “ჯორჯიან მანგანეცის” ხელმძღვანელობას შეხვდებოდა და მაღაროელების პრობლემების მოგვარებას ეცდებოდა.

ამის შემდეგ მუშებისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო.

ამასთან. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

იტვირთბა....