ჭიათურაში მაღაროელების ნაწილმა, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციას მართავს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი მოთხოვნების დაუყოვნებლივ და დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
“ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება მოთხოვნები. უკიდირეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ვიშიმშილებთ, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.
გაფიცულებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაპირდა, რომ “ჯორჯიან მანგანეცის” ხელმძღვანელობას შეხვდებოდა და მაღაროელების პრობლემების მოგვარებას ეცდებოდა.
ამის შემდეგ მუშებისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.