ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვდა დღის წესრიგში ჩასმულიყო გადასატანი ყუთების საკითხი.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განმარტავენ, გადასატანი ყუთების სიებში ჩასმული არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილება შეუძლიათ და ცესკო-ს ეს სერვისი არ სჭირდებათ. ამ საკითხის განხილვას კომისიამ მხარი არ დაუჭირა.
საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ფოტო: პირველი არხი