ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შესაძლოა, საარჩევნოდ ვითარების დაძაბვა, ხელოვნურადაც ხდებოდეს”

“როდესაც არჩევნები არის, მაქსიმალურად ხდება ხოლმე ვითარების დაძაბვა, შეიძლება ეს ხელოვნურადაც ხდებოდეს, მე ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ”.

კახა კალაძე, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი

ზუგდიდში წინასაარჩევნოდ ვითარება დაიძაბა.  ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში, სადაც ოპოზცია ამომრჩევლების სიების გატანას აპროტესტებს, რადგან მათი თქმით, ეს არჩევნებამდე 5 დღით ადრე არ უნდა მომხდარიყო. ოლქის თავმჯდომარის თქმით, მას სამაგიდო სიების უბნებზე გაცემით კანონი არ დაურღვევია

ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. რამდენიმე საათის წინ, ამავე კომისიაში დააკავეს პირი, რომელიც შესვლას ცესკოს საშვის გარეშე ცდილობდა

ორი დღის წინ კი ზუგდიდში ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს დაესხნენ თავს.

 

 

 

 

იტვირთბა....