ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში პოლიციამ, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი დააკავა.

ის საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდა, იმ მოტივით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს გასაუბრებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ცესკო-ს აკრედიტაცია არ ჰქონდა. სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი.

დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას გადაყენების საკითხს დააყენებენ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 5 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.

მორიგი შოუსთვის სხდომას ვერ გავმართავ – ოლქის თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნაზე

იტვირთბა....