ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი დასოფო კილაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს ხვდებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პარლამენტში, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) წარმომადგენლებს ხვდებიან და „საერთო სასამართლოების შესახებ“ მმართველი მომზადებულ კანონს განიხილავენ.

„ეუთო-ს, ოდირის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით პროცედურებსა და კრიტერიუმებზე რეკომენდაციები იყო შემუშავებული ჩვენს მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. დღეს ამ რეკომენდაციების ავტორსა და ექსპერტს ვხვდებით. ვისმჯელებთ და პოზიციებს გავცვლით. საბოლოოდ ექსპერტს პოზიციას მოვაწვდი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტი მრავალეტაპიანი და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურებით აღჭურვილია, რამაც ჩვენი საზოგადოების მხრიდან ამ პროცესისადმი მაქსიმალური მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს“.

იტვირთბა....