“ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შუალედური არჩევნები ისე დემოკრატიულად წარიმართოს, როგორც ყველა წინა არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ტემპერატურა არის ძალიან მაღალი. ვხედავთ, რომ რაღაც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს აქვს ადგილი, ოპოზიციაც უნდა შეეცადოს ეს არჩევნები იყოს დემოკრატიულად წარმართული და არ ჰქონდეს ადგილი პროვოკაციებს, ერთმანეთთან დაპირისპირებას, რადგან საბოლოო ჯამში ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება. ყველა მხარე ვალდებულია, დაიცვას კანონი, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება”.
სოფო კილაძე, “ქართული ოცნების” დეპუტატი