ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში, კერძოდ სოფელ საკირეში შერეული ტყის მასივი იწვის. ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამასთან ადგილობრივი მეხანძრეების 100-ზე მეტი ეკიპაჟი ჩართულია ცეცხლის ჩაქრობის პროცესში.

ინფორმაცია ხანძრის შესახებ ცენტრ “112”-ში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....