aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ათენში 29 წლის ქართველი გოგონა საკუთარ სახლში მოკლული იპოვნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოკლული გოგონას შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

29 წლის გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, კალითეაში მდებარე სახლის საძინებელში მოკლული იპოვეს. პოლიციამ მაშინვე გამოკვეთა ძალადობის ნიშნები, რადგან მას ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. თავად სახლს კი არ ეტყობა, რომ იქ ვინმე ძალადობრივად შეიჭრა.

გოგონას გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ. სკოპევტირიოს ქუჩაზე მდებარე ბინაში მისი დეიდა მივიდა და რადგან კარს ვერ აღებდა, ტექნიკოსი გამოიძახა და საკეტი მისი საშუალებით გახსნეს.

როგორც ჩანს, გოგონა საძინებელში დაახრჩვეს .

პოლიცია დარწმუნებულია, რომ გარდაცვლილი საკუთარ მკვლელს კარგად იცნობდა, რადგან სახლს ძალადობის ნიშნები არ ეტყობა.

იტვირთბა....