aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება” – ბახტაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

“არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....