ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი – ვალდებული ვარ, შავგულიძეს მხარი დავუჭირო

“შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ შალვა შავგულიძე საუკეთესო პარლამენტარი იქნება.

უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატები” მას მხარში დაუდგნენ და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის მთაწმინდაზე მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში მხარს შავგულიძეს დაუჭერს.

“აქ არანაირ გრძელვადიან თემებზე არაა საუბარი. აქ საუბარია ძალიან მოკლევადიან, რამდენიმე დღიან თემაზე. არჩევნებია 19 მაისს. ამ არჩევნებში “შენების მოძრაობა” მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატებს ჭიათურაში, ტყიბულსა და ოზურგეთში. სხვა პარტიის კანდიდატებს მოძრაობა არსად ორგანიზებულად მხარს არ უჭერს.

მე, პირადად, გუშინ შალვა შავგულიძის ეზოში, სადაც ის დაიბადა, გაიაზარდა და ქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან. პირადად, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე შავგულიძეს. ვთვლი, რომ შავგულიძე არის ძალიან კვალიფიციური პროფესიონალი და ასეთი ადამიანები საქართველოს პარლამენტს ჭირდება.

მეორე, შალვა შავგულიძე, “თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო არჩევნების დროს გვერდში მედგნენ და ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმომიჩინეს. ამ დროს, როდესაც შავგულიძე თავად იყრის კენჭს, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ მას მხარი დავუჭირო, თან ვფიქრობ საუკეთესო პარლამენტარი იყო და იქნება.

მესამე, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, შავგულიძე არის სრულიად უსინდისო სახელისუფლებო შეტევების ობიექტი. ასეთ დროს განსაკუთრებით ვთვლი, რომ მას ჩემი თანადგომა ჭირდებოდა”, – აცხადებს უსუფაშვილი.

 

იტვირთბა....