ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად გახდება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად გახდება შესაძლებელი.

შსს-ის ცნობით, 20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

“ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის – მოქალაქეები შეძელებენ, თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო,”- წერს შსს თავის ოფიციალურ გვერდზე.

შსს-ის ცნობით, ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები სააგენტოს ვებგვერდის sa.gov.ge-ის საშუალებით შეძლებენ შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური. მათივე ინფორმაციით, ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS ან ელექტრონული ქვითარი).

იტვირთბა....