ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუთზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება

ხუთ და ათზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს და მისი ინიცირება 13 მაისის ბიუროს სხდომაზე დაგეგმილი.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით აღინიშნება, რომ კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე არიან.

იტვირთბა....