aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახაძე – ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მომღერლები თავისი ინიციატივით მოვიდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მმართველი გუნდის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე დღეს ამომრჩეველს შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

როგორც “მეტრონომს” კახაძემ განუცხადა, მის შეხვედრაზე მომღერლები საკუთარი სურვილით დადიან.

“მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულს დამხვდნენ. ზოგიერთ შეხვედრაზე სხვები მსხვდებიან. ვინც გებულობს რომ შეხვედრა მაქვს, ნებაყოფლობით მოდიან. ჩემი ახლობლები არიან, ზოგი ჩემი მეგობრის შვილია, რა ვიცი. ჩემი ასაკისა და ცხოვრების წესის მქონე კაცს უამრავი ახლობელი მყავს. რაც მეტი მოვა, მით უკეთესი. არ ვაწუხებ ასეთ დროს.

ძალიან ხშირად მირეკავენ – დამირეკე, მოვალ, გვერდით დაგიდგები. სულითა და გულით მინდა, მაგრამ ვერ მოგაცდენთ, თქვენ თქვენი საქმე გაქვთ. დღეს მომღერლები თავისი ინიციატივით დამხვდნენ და ძალიან გამიხარდა”, – აცხადებს კახაძე.

შეგახსენებთ, რომ  შოუბიზნესის წარმომადგენლები მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ ლადო კახიძესთან ერთად ამომრჩეველს შეხვდნენ. 

იტვირთბა....