საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ ქართველებმა უნდა იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის, საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე.
კრისტოფ კასტანერის თქმით, ხშირად უკანონოდ თავშესაფრის მაძიებლებს არ ხვდებათ ის პირობები, რაზეც ოცნებობენ.
„საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა, როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. ქართველებმა უნდა იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის, საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ.
ამ გზას ჩვენ უკვე დავადექით ამ სახით თანამშრომლობას, გამოიხატა სურვილი ორივე მხრიდან, რომ ვებრძოლოთ უკანონო თავშესაფრის მაძიებლებს. ეს არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთის მთავრობისთვის და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს არ არის ნორმალური, რომ საქართველო პირველი იყოს ამჟამად თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობის თვალსაზრისით“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.