ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს 9 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“2019 წლის 09 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის – „თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ, 9 მაისს საქართველოს რამდენიმე ქალაქში 9 მაისს ე.წ. უკვდავი პოლკისა და მისი კონტრაქციებია დაგეგმილი.
ორგანიზაცია ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე  ჭავჭავაძის გამზირზე,  მსვლელობას გეგმავს.

გარდა ამისა, დაგეგმილია “უკვდავი პოლკის” კონტარქცია.

იტვირთბა....