პარლამენტი მხარს უჭერს იმას, რომ 12 მაისს გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრობის დღედ, ამის კონტექსტიც ავხსენი. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია რომ ერთი დღე, კონკრეტულად 12 მაისი, იყოს აღნიშნული, როგორც წილხვდომილობის დღე. მე გავაკეთე საკმაოდ ვრცელი განცხადება, თუმცა გარკვულმა ტელევიზიებმა ამოჭრეს მისი მხოლოდ ბოლო ნაწილი და გააშუქეს ისე, თითქოს ეს იყო რაღაც სიბნელის აპოგეა, რაც, ვფიქრობ, საზოგადოებაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში შედიოდა. მინდა დავამატო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ასევე ოფიციალურ დონეზე აქვთ აღიარებული რელიგიური ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნა და ამ დღეს დასვენება, მაგალითად ისეთების, როგორიცაა აღდგომა და ჯვართამაღლება.
სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
TV პირველის ეთერი