ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შურისძიება როდის აქეთ გახდა ტერაქტი?” – ხუხაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში სუს-ის მიერ სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  ხელისუფლება აბსურდში გადავიდა.

“მე ძალიან ბევრი კითხვები მაქვს მაჩალიკაშვილის საქმესთნ დაკავშირებით. ჯერჯერობით არ მინდა კატეგორიული ვიყო, რადგან არ ვიცი რა მტკიცებულებები აქვს ხელისუფლებას. ჩემში ეჭვს ბადებს ერთი რამ – ტერორიზმის კვალიფიკაცია. საქმესთან დაკავშირებით, რომ მქონდეს მყარიმ მტკიცებულებები, რომ რაღაცას გეგმავდა მაჩალიკაშვილი, არადამაჯერებელია. რაში დასჭირდა ხელისუფლებას ტერორიზმის კვალიფიკაციის მინიჭება ამ საქმისთვის? იმისთვის ხომ არა, რომ სხვა უწყებაში არ გადასულიყო ეს საქმე? ფაქტია, მათ რომ დაეწყოთ გამოძიება სჭირდებოდათ გარკვეული კვალიფიკაცია. სწორედ ამოიტომ მიანიჭეს ტერაქქტის კვალიფიკაცია. აქ რა შუაშია ტერაქრტი? არადამაჯერებლად გამოიყურება ეს ყველაფერი, თუნდაც დაგეგმვა ვიღაცის ლიკვიდაციის. გასაგებია, რომ მაჩალიკაშვილი ამას თუ დაგეგმავდა, დაგეგმავდა მხოლოდ შურსძიებით. შურისძიება როდის აქეთ გახდა ტერაქტი?  ერთიც და მეორეც არის მძინმე დანაშუალი და თუ ხელისუფლებას აქვს მტკიცებულებები, ეს ადამიანი კარავში ათას სხვა ადამიანთან იჯდა და მოძრაობდა და დღემდე აყვანილი არ არის ეს მეორე უბედურებაა.

ძალიან ტრაგიკომიკული სახე მიიღო ამ ყველაფერმა. ხელისუფლება თავს და ბოლოს ვერ აბავს. ტერაქტის დამგეგმავი ადამინი რანაირად ხდება, რომ კარავშია და ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს? აბსურდში გადავიდა ხელისუფლება” – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

იტვირთბა....