aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს აზრი ბევრჯერ მომდის, მაგრამ ძალას ვნახულობ და ვკლავ ჩემში” – მაჩალიკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ს მიმართა, რომ მზადაა დაკავებისთვის.  თემირლამ მაჩალიკაშვილის მამა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტერაქტს არ გეგმავდა და ეს მხოლოდ მისი ფიქრები იყო, რომელსაც საკუთარ თავშივე კლავდა.

“მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის, მაგრამ ამას ვკლავ ჩემში, იმ ძალას ვნახულობ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ და ამაზე არ ვარ წამსვლელი. მე ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ – მომისმინეთ, მე ჩემს თვალწინ, სახლში მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი. მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვცემ საქართველოს პატივს. მე არ მეშინია ციხის, მე ციხიდან ვიბრძოლებ. დამიჭირონ, აქ ვარ”  – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების მიზანია გაანადგურონ და „თემირლანის საქმე ჩაწყნარდეს“.

„ეს უნდათ, რადგან თუ თემირნალის საქმე სააშკარაოზე გამოვიდა, ხელისუფლება დაემხობათ თავზე“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

იტვირთბა....