aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რომ მცოდნოდა რა საკითხს ეხებოდა, სუს-ში წავიდოდი” – მაჩალიკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილი ჟურნალისტებს განუცხადა, სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდა, რომ სცოდნოდა  უწყება ტერაქტის მომზადებაში დაადანაშაულებდა.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, ახლა ნებისმიერ დროს მზადაა გამოკითხვაზე მივიდეს.

„ხუთჯერ ვიყავი დაბარებული. ბოლოს 10 საათი დამკითხეს. მაშინ ვთქვი, თუ ძალით არ მიმიყვანთ, ჩემით არ მივალ, რადგან ვინც იქ ზის, ყველას თემირლანის სისხლში აქვთ ხელები. რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხებოდა, წავიდოდი. ახლა ნებისმიერ დროს წავალ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, მზადაა პასუხი აგოს, „თუ დანაშაული აქვს ჩადენილი“.

„ძალიან მაინტერესებს, თუ ვიყავი საშიში და ვამზადებდი ტერაქტს, დალოდებოდნენ, რომ ფაქტზე დავეჭირე. მე არ მეშინია. თუ მაქვს ჩადენილი დანაშაული, თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

იტვირთბა....