ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მშენებარე ობიექტზეწ, მიწის მასა ჩამოიშალა.

როგორც “მეტრონომს” სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩამოიშალა ხუთი კუბური მეტრი მიწა. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მიწის ჩამოშლასთან დაკავშრებით, მოდა მოსახლეობის ევაკუაციაც. რამოდენიმე ოჯახი თბილისის მერიამ სასტუმროში გადაიყვანა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამასთან, ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან შექმნილ ვითარებას.

იტვირთბა....