aviabiletebi
მთავარი სამართალი

ბოკერია – ჩანაწერი თუ ავთენტურია, ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს

“მე არაფერს ვაყენებ ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგადად, ფონი არის მძიმე ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს სერიოზულად მძიმე სურათია და ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით;

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა.

იტვირთბა....