ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე და კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად ეფექტურად შეძლო ამ დანაშაულის თავიდან აცილება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დანაშაულის პრევენცია განხორციელდა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება სუსმა დაიწყო 2018 წლის ივნისში, სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ამჟამად საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამასთან ერთად, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება. გამოძიების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა.

იტვირთბა....