მთავარი სამართალი ციტატა

ინაშვილი – ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ და პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს

“ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ და ძალიან ბევრ ეპიზოდზე სიღრმისეული განმარტებები მივიღეთ. დარბაზში არც ერთ დეპუტატს კითხვა აღარ დარჩა, პანკისში ამ თემასთან დაკავშირებით რა მოხდა. სამწუხაროდ, უფლება არ მაქვს, ყველა ფაქტზე დეტალურად ვისაუბრო. ის, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ტერორისტულ ჯგუფს, ამ ჯგუფის წევრები გეგმავდნენ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და ეს იყო ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი, ამის დამადასტურებელი მასალები ვიხილეთ, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით. თუ დღეს გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცდება და ეჭვქვეშ რომ იყოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას არ გაავრცელებდა, მაშინ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან იყო საუბარია არაერთ ფაქტზე, რომელიც ხსნიდა და ადასტურებდა საქართველოში ტერორისტული ჯგუფის საქმიანობას. ვფიქრობ, მაჩალიკაშვილს დააკავებენ. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით;

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა.

იტვირთბა....