“Sukhishvili Nino – დიდ პატივს ვცემ შენს რწმენას ნინო, ასევე დიდ პატივს ვცემ შენს საქმეს.
მაგრამ სიძულვილის ზეიმს, რომელიც საპატრიარქოს მაღალიერარქების მიერ ამ სამარცხვინო პოგრომის მოწყობის შემდეგ დაფუძნდა, არაფერი საერთო ქრისტიანობასთან არ აქვს.
უფრო მეტიც, ჩემი შეფასებით და ვფიქრობ, საღი აზრითაც, სწორედ რომ ქრისტიანული ღირებულებების ღალატია სიძულვილის ზეიმში მონაწილეობა.
როგორც პავლე მოციქული იტყოდა, ფასით ხართ ნაყიდნი – ნუ გახდებით მონები.
—————-
წმინდა ილია მართალს დავამატებდი (ილია ჭავჭავაძეს) – ჩემს სათქმელს ამბობს:
სარწმუნოება
და სათნოება
ფარისევლობად არ შეგვიქმნია,
თქვენი სლოკინი,
ხელთა ფოტინი
ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია”
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ ნინო სუხიშვილის განცხადებით, ის იქ დგას, სადაც ეკლესიაა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების წინ კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სუხიშვილების კურსდამთავრებული ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას.