“სამების წინ კონცერტი, საერთოდ სამების სავანე, როგორც ვთქვით, ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი. ამიტომ, იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. თან მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას. ჩვენ არავის მიმართ არანაირ აგრესიას არ ვიჩენთ, პირიქით, ტოლერანტულები ვართ ყველას და ყველაფრის მიმართ და ჩემთვის საერთოდ ეკლესია არის სიკეთე და სიყვარული, ღმერთი არის სიყვარული და არ მესმის რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. რასაკვირველია, კი, რაღაც ინციდენტების გამო, ალბათ, არის ეს დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი და ბოროტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც”
ანსამბლ “სუხიშვილების” დირექტორი ნინო სუხიშვილი; საპატრიარქოს არხი “ერთსულოვნება”;
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების წინ კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სუხიშვილების კურსდამთავრებული ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას.