“მე “რუსთავი 2-ს” არ ვუყურებ. მე მოვუწოდებ მოსახლეობასაც, რომ არ უყუროს ამ ტელეკომპანიას. “რუსთავი 2”-სა და ნიკა გვარამიას სიტყვის თავისუფლება გონია სიცრუე, ხალხის ლანძღვა, ქართული ტრადიციების “გაფარჩაკება”, ეკლესიის “გაფარჩაკება” და რაც ნორმალური ქართული გაგვაჩნია, იმის ამოძირკვა. ეს არის მათთვის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება – ქართველი ერი ასე არ ფიქრობს. სწორედ “რუსთავი 2-მა”, სააკაშვილმა და რუსული სპეცსამსახურების მიერ ასეთმა ჩანერგილმა ტელევიზიებმა და მეხუთე კოლონამ თავიანთი ქცევითა და არასწორი მიწოდებული ღირებულებებით შეაძულა ხალხს ამერიკა და ევროპა. წაიკითხეთ ელან დალასის დოქტრინა და დააკვირდით კარგად – სიტყვა-სიტყვით როგორ მიყვებიან იმას, რასაც ელენ დალასის დოქტრინა ისახავს. როდესაც გიორგი სანაია მოკლეს, იმ დღიდან ჩაესვენა “რუსთავი 2″ და სხვა რაღაცაა”
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი “მეტრონომთან” საუბრისას”;
“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.
ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.