“თქვენ ხედავთ ქალაქში რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით. არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინ გადადგმული ნაბიჯები არ იყოს და რეფორმები არ ხორციელდებოდეს. მე მესმის, რომ ამ ყველაფერს ჭირდება დრო და ყველაზე მთავარი ის, რომ ჩვენ დავინახოთ შედეგი და ადამიანებმა საკუთარ ოჯახებზე, საკუთარ თავზე იგრძნოს ეს ყველაფერი, ეს აუცილებლად მოხდება”
ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.