ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წვიმა და ტემერატურის მატება – მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი იქნება.

8-9 მაისს კვლავ დროგამოშვებით იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30 ფარგლებში შენარჩუნდება.

ქ. თბილისში 6-9 მაისს ღამის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

იტვირთბა....