დეპუტატები – გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი შრომის საერთაშორისო დღის – 1-ლი მაისის უქმე დღედ გამოცხადების
შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, ინიცირებისთვის დღეს, ბიუროს სხდომაზე წარადგენენ.
მათი განცხადებით, პირველი მაისი საერთაშორისო მნიშვნელობის დღეა და სწორედ ამის დადასტურებაა ის, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში პირველი მაისი უქმე დღედაა გამოცხადებული.
„ეს წარმოადგენს აღიარებას შრომის, როგორც საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტის. პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პირველი მაისი საერთაშორისო მნიშვნელობის დღეა. ამის დადასტურებაა სწორედ ის, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში პირველი მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
შესაბამისი ცვლილებები შრომის კოდექსში უნდა შევიდეს.