ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუსლიმური სამყარო რამადანის თვის დაწყებას ზეიმობს

რამადანი, რამაზანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს.

მუსლიმები რამადანის თვის განმავლობაში მარხვას იცავენ.

ისლამური რწმენით, რამადანის თვე გამორჩეულია, რადგან ყურანის პირველი აიები სწორედ ამ თვეში გარდმოევლინა და რადგანაც მთვარის წელიწადი მზის წელიწადზე 10 ან 11 დღით მოკლეა, რამადანის თვე გადაადგილდება მზის კალენდართან მიმართებაში.

რამაზანის თვეში მუსლიმები მარხულობენ. ისლამში მარხვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ერთ-ერთია ისლამის ხუთი ბურჯიდან. მუსლიმმა თავი უნდა შეიკავოს დღის განმავლობაში, გარიჟრაჟიდან (ფაჯრი) მზის ჩასვლამდე (მაღრიბი, საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ასევე ხორციელი სიამოვნების, ავი ფიქრების, ბილწსიტყვაობისა და მოწევისგან. რამაზანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა.

იტვირთბა....