მთავარი სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი – პატრიოტთა ალიანსი კი არა, კაპიტულანტთა ალიანსი!

“ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პატრიოტთა ალიანსი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში მიუმხრობლობას ისე ითხოვს, თითქოს პაკისტანი-ინდოეთის კონფლიქტზეა საუბარი.

მხარე თუ ხარ, მიუმხრობელი როგორ უნდა გამოხვიდე?

მარტივად – კაპიტულაციით.

ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას – მიუმხრობლობა კი არა, კაპიტულაცია.

პატრიოტთა ალიანსი კი არა, კაპიტულანტთა ალიანსი!

მე მგონი დროა, რომ ასე დავუძახოთ”

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალინსის” ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა სპორტის სასახლეში მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი პარტიის პოლიტიკური მოთხოვნა, საქართველოს მიუმხრობლობაა.

იტვირთბა....