ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
“ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი-ღაზის საზღვარზე სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება. პალესტინელი მებრძოლები ისრაელის ქალაქების მიმართულებით ჭურვებს უწყვეტ რეჟიმში ისვრიან, ისრაელის არმია კი მათ პოზიციებს ავიაციითა და მძიმე ტექნიკით ბომბავს.