ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე – აქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთადერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ბახტაძის განცხადებით, საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არ ყოფილა, ვიდრე დღეს.

„ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთადერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს. ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე“, – განაცხადა ბახტაძემ.

დღეს საქართველოში ევროპის დღეები 2019 საზეიმოდ გაიხსნა. ევროპის დღეები რიყის პარკში, „ევროსოფლის“ მოწყობით დაიწყეო. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა განხორციელდება.

იტვირთბა....